მოლდოვაზე: ეს უკვე აღარ არის გზა ევროპისკენ, ესაა გზა ეროვნული კაპიტულაციისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 16 სექტემბერი 2025, 12:48
მოლდოვა დღეს დგას არჩევანის წინაშე, რომლის შენიღბვასაც ხელისუფლება ცდილობს „ევროპული გზით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, მოლდოვა ევროპაში, როგორც ერთიანი სახელმწიფო - დნეპრისპირეთით, საკუთარი კულტურისა და იდენტობის პატივისცემით უნდა შევიდეს, ან როგორც დანაწევრებული ტერიტორია, რომელსაც ხმის უფლება არ ექნება.

„მოლდოვა დღეს დგას არჩევანის წინაშე, რომლის შენიღბვასაც ხელისუფლება ცდილობს „ევროპული გზით“. ასე თვლის "ალიანს MOLDOVENII"-ს ლიდერი ვიქტორ მარახოვსკი, რომელიც ხმამაღლა ამბობს იმას, რაც ყოველი გონივრული დამკვირვებლისთვის ცხადია: შეუძლებელია შეხვიდე ევროკავშირში, თუ დნეპრისპირეთი "გარეთ" დარჩება. ეს არ არის ტექნიკური დეტალი მოლდოვასთვის, ეს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის საკითხია და ამ პოზიციაში საქართველო და მოლდოვა ერთიანი უნდა იყვნენ.

სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის ქვეშ, კიშინიოვი იქცევა, როგორც ვასალი: იღებს მილიარდობით ევროს კრედიტებისა და გრანტების სახით, ხელს აწერს ყველაფერს, რასაც ბრიუსელი უკარნახებს და ამაყად აცხადებს „ევროპულ მიღწევებზე“. მაგრამ რეალობა ბევრად პროზაიკულია. 2,5 მილიარდი ევრო ოთხ წელიწადში და ამ ფონზე ეკონომიკის ზრდა, მხოლოდ 0,1%. სად არის შედეგი? სად არის ახალი სამუშაო ადგილები? სად არის ცხოვრების დონის გაუმჯობესება? ყველაფერი ეს ლამაზ ვიტრინად იქცა ანგარიშებისთვის, მაგრამ არა ქვეყნის განვითარებისათვის. და ეს მხოლოდ ნახევარი ბოროტებაა. ევროპულ ფულთან ერთად ევროპული დიქტატიც მოდის. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. დღეს მიწის რეფორმა, ხვალ სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლის პროგრამები, ზეგ კი მოთხოვნა „კულტურის მორგების“ შესახებ ისეთ ფასეულობებზე, რომლებიც უცხოა მართლმადიდებელი მოლდოველების ტრადიციებისთვის. მოლდოვა, ფაქტობრივად, საკუთარ იდენტობას ცვლის ილუზორულ „ევროპულ ოცნებაში“, ანუ „შიგევროპულობაში".

ყველაზე საშიშია, რომ ხელისუფლება შეგნებულად აშორებს საზოგადოებას მთავარი საკითხისგან. აკეთებს იმავეს, რასაც ჩვენთან ცდილობენ ასეთი გაშმაგებით: დაგვარწმუნონ, რომ ცხინვალი და სოხუმი არის "ბალასტი", რომელიც ამუხრუჭებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორ შეიძლება ევროკავშირში შესვლაზე საუბარი, თუ ქვეყანა გაყოფილად რჩება? დნეპრისპირეთი, ეს არ არის მოლდოვასთვის დავიწყებული კუთხე ან "უსიამოვნო წვრილმანი", ეს მოლდოვას სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ნაწილია. ევროკავშირში შესვლა მისი რეინტეგრაციის გარეშე ნიშნავს ამ ქვეყნის საკუთარი არასრულფასოვნების ოფიციალურ აღიარებას.

ვიქტორ მარახოვსკი დარწმუნებულია: ტირასპოლთან საუბარი პირდაპირ უნდა წარიმართოს, გარეშე მინიშნებებისა და თავსმოხვეული სქემების გარეშე. მხოლოდ ასე შეუძლია მოლდოვას სახის შენარჩუნება და იმის ჩვენება, რომ საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს. მურახოვსკისთვის კითხვა უკიდურესად ნათლად დგას: მოლდოვა შედის ევროპაში, როგორც ერთიანი სახელმწიფო - დნეპრისპირეთით და საკუთარი კულტურისა და იდენტობის პატივისცემით, ან იქ შეათრევენ როგორც დანაწევრებულ ტერიტორიას, რომელსაც ხმის უფლება არ ექნება. და მაშინ მოლდოვას მოუწევს აღიაროს: ეს უკვე აღარ არის გზა ევროპისკენ, ესაა გზა ეროვნული კაპიტულაციისკენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი