მანჩო გიორგობიანზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 05 ნოემბერი 2025, 14:47
როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ,  სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება,  გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიყით დაეფარა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე, შესაბამისად, როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს.

„როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ,  სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება,  გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიკით დაეფარა.

დაკავებას პოსტებთან ან ემოციებთან საერთო არაფერი აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს.

სამწუხაროა, რომ მანჩო გიორგობიანმა საკუთარ ახლობლებს ავნო, შვილის მეგობრებს დაურეკა, უთხრა, რომ
 შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარება სთხოვა, რითაც მათაც გარია  იმ ქაოსში, რომელიც თავად შექმნა. 

ქვეყანა ემოციებით კი არა, კანონებით იმართება. დანაშაული დანაშაულია  და ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რა ფორმით ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას.“ - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი