დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე: მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან, მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრომლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას „ფაილებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 07 ნოემბერი 2025, 23:34
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ელენე ხოშტარიას ვიდეოდან ფრაგმენტს, სადაც ის პარტნიორებისთვის გადასაცემ ფაილებზე საუბრობს. 
ხოშტარია, როგორც ვიდეოში ამბობს, საზოგადოებას აცნობს იმ ადამიანების სიას, რომელთა სანქცირებაზეც მუშაობენ პარტნიორებთან და აცხადებს, „შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს“. 

ქართველიშვილი ხოშტარიაზე წერს, რომ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან, მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას "ფაილებს".


„თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული...
ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ. 
გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები - მტკიცებულებას. 
ხალხი - უბრალოდ ფაქტებს, ამბებს. 
მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები - "ფაილებს". 
ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს. 
დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია -  ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ქვია,“ - წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/share/v/1FXhEW3z8D/
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი