საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია „საქმიან აღიარებას“, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 10 ნოემბერი 2025, 16:07

ხშირად საუბრობენ, თითქოს „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა, ამაოდ. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე „საქმიან აღიარებას“, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თუ ამ "საქმიანი აღიარების" პარალელურად საქართველოში "ხავერდოვანი რევოლუციების" მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების "success stories" დავუწყოთ მაგიდაზე.

„ხშირად საუბრობენ, რომ თითქოს "ქართული ოცნება" როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს და ითხოვს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა ამაოდ.
მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე "საქმიან აღიარებას." ეს კი ჩემი აზრით, არ არის ცოტა და ამ ეტაპზე ვფიქრობ სავსებით საკმარისიც უნდა იყოს.
თუ ამ "საქმიანი აღიარების" პარალელურად აქ "ხავერდოვანი რევოლუციების" მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ, და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების "success stories" დავუწყოთ მაგიდაზე“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი