დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 07 ივლისი 2026, 17:05

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ მისგან არ გაკვირვებია მსგავსი შეფასებები.

„მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო (შეგნებულად არ ვაზიარებ აქ. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მის გვერდზე შევიდეს და ნახოს. დ. ზ.), სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო**ბი და ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.

არა, მე მისგან არ გამკვირვებია მსგავსი შეფასებები და არც ვეკამათები ხოლმე. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს, და, გარდა ამისა, პატიმარია მაინც, თან აშკარად პოლიტიკური მოტივით დაჭერილი.

არც ის მიკვირს, რომ ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და 2012 წლის ოქტომბერშიც ოცნების კოალიციას აქტიურად უჭერდა მხარს, ასეთ, წესით მისთვისაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ან არ პასუხობს და უყრუებს, ან სულაც ეთანხმება ხოლმე. კი არ მესმის ამას რანაირად ახერხებენ, მაგრამ წლებია უკვე ასე იქცევიან "ქოცი არ გავახაროთ" პრინციპით. პლუს ნაცებთან ჩხუბი და მათგან ლანძღვა-გინების მოსმენაც ეზარებათ.

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა და სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს უახლესი ისტორიის ამ ვერსიას, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც ორი წიგნი წაკითხული აქვს და ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხება, მანამ გარანტირებული გვაქვს კრებსითი ბიძინას მარადიული მეუფება მთელი მისი სამეფო ამალით”, - წერს ზურაბიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი