თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 28 ივლისი 2026, 15:22

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით ახალი სახალხო მოძრაობა ეროვნული ფასეულობების დასაცავად დამატებითი ფარის ფუნქციას შეასრულებს.

„ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს.
ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი ის სათანადო ზომებს კანონის ფარგლებში მიიღებს.

კულტურული და ეროვნული ინტერესების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია რათა თვითმყოფადობა, ისტორიული მეხსიერება და სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ.

მავანთა მიმართ ამ ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილი უარყოფითი განწყობები მის საჭიროებას კიდევ უფრო ამტკიცებს.

კულტურული და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე რეაგირება აუცილებელია და ის მკაფიო პრინციპებთან ერთად საზოგადოების მაღალ ჩართულობას, ტრადიციების გააზრებასა და პატივისცემას მოითხოვს.

ახალი ორგანიზაცია ამ მიზნის მისაღწევად დაეფუძნება ღიაობას, კანონიერებასა და ხალხთან მჭიდრო კავშირს და ვფიქრობ კულტურული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად დამატებითი დამცავი ფარის ფუნქციას შეასრულებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი