დავით ქართველიშვილი: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის, სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ივლისი 2026, 19:58

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის - სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე განმარტებით, "ჩანგი" მრავალი წელია მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის მსოფლიო ეტალონად მიიჩნევა.

დავით ქართველიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უპრეცედენტო აქტიურობაზეც საუბრობს და წერს, რომ უწყება ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს.

„სულ ცოტა ხნის წინ კრიტიკოსთა ნაწილი ცდილობდა, საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები ურთიერთგამომრიცხავ პროცესებად წარმოეჩინა: ან თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაცია, ან ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. თუმცა რეალობა საპირისპიროს აჩვენებს. მოქმედი აეროპორტის გაფართოებისა და განახლებისთვის დამატებით 150 მილიონი დოლარის ინვესტირება მიუთითებს არა ეჭვებზე, არამედ მგზავრთა ნაკადის, ტურიზმისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შემდგომი ზრდის მყარ რწმენაზე. ბიზნესი ასეთ თანხებს იმ პროექტებში არ აბანდებს, რომელთა მომგებიანობაშიც დარწმუნებული არ არის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი საავიაციო კვანძის მოდერნიზაციის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის წინ წაწევას. მეტიც, პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის - სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება. "ჩანგი" მრავალი წელია მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის მსოფლიო ეტალონად მიიჩნევა. ასეთი ინტერესის გამოვლენა თავისთავად წარმოადგენს საქართველოს გეგმებისა და პროექტის პერსპექტიულობის საერთაშორისო აღიარებას.მთელ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტი კი არა - არამედ ეკონომიკის სამინისტროს უპრეცედენტო აქტიურობაა, რომელიც ფაქტობრივად ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. ბოლო თვეების განმავლობაში უწყება თანმიმდევრულად ავითარებს შუა დერეფნის პროექტს, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, იზიდავს ახალ ინვესტიციებს ლოჯისტიკაში, ციფრულ ეკონომიკაში, ენერგეტიკასა და ტურიზმში. ახლა ამ ჩამონათვალს ფართომასშტაბიანი საავიაციო განვითარებაც ემატება. ასეთი მიდგომა მიუთითებს გრძელვადიან ხედვაზე, როდესაც სახელმწიფო ერთ პროექტზე კი არ აკეთებს ფსონს, არამედ ქმნის ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური ზრდის ცენტრების მთელ სისტემას.

არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ ვაზიანის პროექტის მიმართ ინტერესი სწორედ სინგაპურში ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს გამოიკვეთა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის საერთაშორისო ვიზიტები სულ უფრო ნაკლებად არის მხოლოდ პროტოკოლური ხასიათის და სულ უფრო ხშირად იძლევა კონკრეტულ საინვესტიციო შედეგებს. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ სამომავლო ტენდერში, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური დეკლარაცია - ეს არის გლობალური ბიზნესის პრაქტიკული ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ. ხოლო გლობალური ბიზნესი, როგორც წესი, განცხადებებით კი არა, კაპიტალით აძლევს ხმას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს ქმნის უაღრესად ოპტიმისტურ სურათს. საქართველო ერთდროულად აფართოებს მოქმედ აეროპორტს, ემზადება ახალი საერთაშორისო საავიაციო ჰაბის ასაშენებლად, იზიდავს დარგის მსოფლიო ლიდერების ყურადღებას და კიდევ უფრო მყარად ყალიბდება ევროპასა და აზიას შორის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად. ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც სკეპტიკოსები კვლავ კამათობენ, საჭიროა თუ არა ვაზიანის აეროპორტი, მსოფლიოს უმსხვილესი მოთამაშეები უკვე განიხილავენ მის განხორციელებაში მონაწილეობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დისკუსია თანდათან გადადის კითხვიდან - „იქნება თუ არა?“ - ბევრად უფრო პრაქტიკულ კითხვაზე: „რომელი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში?“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი