ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 16:21

საქართველოში დღევანდელი აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ირკვევა, რომ სამწუხაროდ უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დიდი ხანია წამოწყებულ და მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას. ეს იმ დროს, როდესაც თავად ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ჩანს, რომ როგორც კი იგრძნეს, რა //შედეგები შეიძლება მოიტანოს კანონის და ბრძოლის გამკაცრებამ იმათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას და მის ისტორიას, კულტურასა თუ ტრადიციებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფს, მაშინვე დაიცვეს „წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები“.

„ამიტომ საბოლოოდ მყარდება აზრი იმის შესახებ , რომ სამწუხაროდ დონალდ ტრამპის სახელმწიფოებრივი რეფორმები არ შეხებია ჩვენთან მდებარე ამ უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას. არადა, როგორი იმედი ჰქონდა ამ პროცესის სამართლიანად და შედეგიანად წარმართვის ქართულ საზოგადოებას.

განცხადებიდან ჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები.

ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია“, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი