ადვოკატი - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმით, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 06 აგვისტო 2026, 10:35

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გამოყენების შედეგად, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და პოლიტიკოსი ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს.

"”ს არის ნიკა მელიასთან მიმართებით წლის განმავლობაში უკვე მესამე განაჩენი. იგი რჩება საპატიმროში. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცალსახა, პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ავტორს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ნიკა მელია ცნო დამნაშავედ სასამართლოს შეურაცხყოფაში.

სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და ექვსი თვე, თუმცა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ნიკას ამ სასჯელის ათვლა დაიწყება 2025 წლის 20 ივნისიდან. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი, თუკი მომავალში რაიმე ახალი სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
არქივი