თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2 06 აგვისტო 2026, 08:31

თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.

მისი თქმით, აქამდე მგზავრობის დრო 5 საათსა და 30 წუთს შეადგენდა.

„მგზავრობის ხანგრძლივობა უკვე 4 საათს შეადგენს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა. ამ სამუშაოებმა მოგვცა საშუალება, იმ მონაკვეთებზე, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა, გავზარდოთ სიჩქარე, მოვხსნათ შეზღუდვები და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, 4 საათში ვიმგზავროთ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს არა მხოლოდ მაგისტრალურ ხაზებზე არსებული, არამედ საგარეუბნო სადგურებიც.

„ფაქტობრივად უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია და წელს კიდევ გვინდა დავამატოთ 5 სადგური. მომავალ წელსაც სრულად გვინდა, რომ დავამთავროთ სადგურების რეაბილიტაცია“, - განაცხადა აბაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
არქივი