პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 17:17

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა გივი წულეისკირმა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა მეორე ბრალდებულმა სოფიკო პეტრიაშვილმა 579 მოქალაქის 34 855 130 ლარი მიისაკუთრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორე ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, დამნაშავედ ცნო ორი იურიდიული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და 100 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრათ.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მსჯავრდადებულებს დაეკისრათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული
ბრალდებულების ქონებიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
არქივი