დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ივლისი 2026, 17:02

ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ - მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.


„ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.

იმ წლებში ციხეც მორგს ნიშნავდა, თავისუფლებაზე ყოფნაც და ყველაფერი, თუკი ეს რეჟიმს სჭირდებოდა, ან არ სჭირდებოდა, მაგრამ მოესურვებოდა... ასე რომ, ნიკა გვარამიას რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ბევრი ამთავრებდა „მორგში“.

საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ - მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.

და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ძალადობს, არამედ სამართალდამცავი უწყებები მათი უფლებების, პირველ რიგში - სიცოცხლის უფლების დაცვას უზრუნველყოფენ, ვფიქრობ, ნიკა გვარამია მინიმუმ ფრთხილად უნდა იყოს, როცა ასეთ მუქარას აჟღერებს, რადგან სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები ყველგან და ყოველთვის ვერ იქნებიან, მის მიერ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასრულებული მუქარების გამო კი, მისი დღევანდელი სტატუსი შესაძლოა ვინმემ სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხედ აღიქვას და თავდაცვის მიზნით რაღაც მოიმოქმედოს“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი