მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 აპრილი 2026, 11:55
ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 

მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციის სჯერა, სანამ საპირისპირო ვერსია არ დადასტურდება. 

„ახლა დაიწყება მტყუან-მართლის გარჩევა, იმის გარჩევაც, საჯაროდ უნდა დაწერილიყო თუ არა, მაგრამ ყველას დაავიწყდება მთავარი: რას გრძნობს ახლა ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს. 

მინდა იცოდე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო, რომ შენი ბრალი არ არის ის, რაც გადახდა, შენ არ გამოგიწვევია ეს ყოველივე. ახლა რთული პერიოდი გექნება და აუცილებლად ითხოვე დახმარება ახლობლების წრეში, ასევე, არსებობს სპეციალიზებული ორგანიზაციები. ამ მძიმე პერიოდს უნდა გაუძლო. აუცილებლად შეძლებ, რომ ფეხზე დადგე და ძლიერ ქალად იქცე. ახლა ყველაფერი რთულად გეჩვენება, მაგრამ ამ ამბისგან გამოწვეული ტკივილი აუცილებლად მინელდება. გთხოვ გაუძელი, გთხოვ მტკიცედ იდექი, მაგარი გოგო ხარ შენ!  

მე თუ მჯერა? ასეთ დროს ქალს რომ უთხრა, შენი არ მჯერაო, წარმოგიდგენიათ, ამან რა შეიძლება გამოიწვიოს? კი, ამისწინ რომ ჩვენმა ბაბლელმა გოგომ დაწერა გაუპატიურებაზე, ისიც დავიჯერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კურსელზე იყო ბრალდება და იმ ბიჭზე, რომელთანაც ხშირი საუბარი მქონია, შეიძლება ეწოდოს მეგობრობაც კი. ასეთ დროს მე ქალების მჯერა ხოლმე, ამის გამო კურსელმა ბიჭებმა ამკენწლეს, არ შეიძლება, მეორე მხარის მოსმენის გარეშე გჯეროდესო. მე ვიცი, რამდენს რისკავს ქალი, როცა ამას ამბობს, ამდენად მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება“- წერს მამუკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი