გია აბაშიძე: "ლელოს" თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ თურმე საქართველო "უღატაკესია" ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური "მრჩეველი", რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივნისი 2026, 13:08
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის „უღატაკესი“ ქვეყანაა.

აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს არ შეესაბამება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი მონაცემებითაც არ დასტურდება.

„ ნაცპოლიტიკანების ერუდიცია მუდმივად "ფოცხზე ფეხს ადგამს“, როდესაც საუბრობს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე;  "ლელოს" თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმაც ეს დაადასტურა, როცა თქვა, რომ თურმე საქართველო "უღატაკესია" ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური "მრჩეველი", რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა? თაღლითების კანტორაში კიდევ უფრო დაბლაგვდებოდა სალომე სამადაშვილის ე.წ. ხედვები.

დიდი ხნის წინ პოლიტიკურად გაკოტრებული სალომე სამადაშვილის სიყალბეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2026 წლის უახლესი მონაცემები ადასტურებს. IMF-ის მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო - $10,346; მოლდოვა - $8542 და უკრაინა- $6499.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – "საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი