ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2026, 19:11

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას. ანალიტიკოსის თქმით, სუს-ის მხრიდან ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა, მაგრამ მთავარია, რომ ამ რეაგირების შედეგად, მივიღოთ კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის, რომ პრობლემა მოხსნილი ან მინიმუმამდე შემცირებულია.

„საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია (მათ ბევრი იცნობს) უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას.
მე ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება. არაერთი ფბ-პოსტი მაქვს ამაზე და არა მხოლოდ მე. ეს ის ონლაინ მედიასაშუალებებია, ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ დარბიან.
კარგია, რომ ახლა მოხდა რეაგირება. როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ რეაგირების შედეგად, დაიდოს კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის რომ პრობლემა მოხსნილია ან მინიმიზებული. არადა, პრობლემა სერიოზულია!“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი