ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 05:16
 "წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი!

საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!" - წერს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

"საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!

თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუქში ვერ შევედი. თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია.
ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ.

ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით:
„თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“.
 ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის.

ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია.

დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები.

 იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები.
სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.

 რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.

მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.

სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ.

ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.

 ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო:
— „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“.

ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.

გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!

ვფიცავ_გიგა_ავალიანის_სიცოცხლეს!

 P.S. შემომივიდა უთვალავი მესიჯი. ამ ორ დღეში აუცილებლად გიპასუხებთ ყველას, წავიკითხავ ყველა კომენტარს ყველგან," - წერს ეკა კუპატაძე. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი