ირაკლი კობახიძე: სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 13:17

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი სამარცხვინო სპეკულაციებია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით.

„ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები, თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება.

მკვლელობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვლელობის სტატისტიკა. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
არქივი