დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის - კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2024, 13:36

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება.

„ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“- წერს დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ებრძვის ყველაფერ ქართულს, მათ შორის წარსულს, რწმენას, ტრადიციებსა და მშვიდობას.

დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მათი უცხოელი პატრონების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ხმა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რადიკალებისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ ქვეყნის დაზიანების მცდელობები უნდა დასრულდეს და 26 ოქტომბრის არჩევნები ამის კარგი შესაძლებლობაა.

„ოპოზიცია ყველაფერ ქართულს ებრძვის. ებრძვის წარსულს - გალანძღეს ერეკლე მეფე, ებრძვიან რწმენას - გალანძღეს პატრიარქი. ებრძვიან ტრადიციებს -„ქალს ქალი არ უნდა ერქვას და კაცს -კაციო“. ებრძვიან სტაბილურობას და ამჯობინებენ ცალ ფეხზე დგომას. ებრძვიან მშვიდობას და საკუთარი ხელით შლიან ბანერზე წარწერას -„არა ომს“. არ მოსწონთ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და სანქციებს შევუერთდეთო. სპორტულმა წარმატებებმაც გააღიზიანა ისინი და გალანძღეს სპორტსმენები.

ვცდილობთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას და ოსები და აფხაზები მტრებად გამოაცხადეს. პრაქტიკულად ყველა ქართული სტრატეგიული ობიექტი, წარსულში, რუსებს გადააბარეს და „რუსეთუმეობას“ სხვას აბრალებენ. კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა.

ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ეს უნდა დასრულდეს! 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ამის კარგი შესაძლებლობაა. „41“ ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას. „საქართველო უპირველეს ყოვლისა„“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი