თამთა მეგრელიშვილი: ვახტანგ გომელაურმა სწორი ტაქტიკური მიდგომით არაერთი საფრთხე აარიდა ქართულ სახელმწიფოს, მისი და საპოლიციო ძალების სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებით ჩვენ არაერთხელ ავიცილეთ თავიდან საქართველოში „მაიდანის“ პროექტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
400 19 დეკემბერი 2024, 22:36
„ვახტანგ გომელაური ყოველთვის იცავს ზღვარს საკუთარი თანამშრომლის დაცვასა და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეთა ინტერესებს შორის და მხოლოდ არამშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს ძალას და როგორც წესი, მხოლოდ პროპორციულს”, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის „მაგნიტსკის სიაში” შეყვანაზე.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არის მტკიცე ნებისყოფის მქონე საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანი. მან სწორი ტაქტიკური მიდგომით მათ შორის საპოლიციო ძალების გამოყენებისას, არაერთი საფრთხე აარიდა ქართულ სახელმწიფოს. ის ყოველთვის იცავს ზღვარს საკუთარი თანამშრომლის დაცვასა და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეთა ინტერესებს შორის და მხოლოდ არამშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს ძალას და როგორც წესი მხოლოდ პროპორციულს. სრულ მხარაჭერას ვუცხადებ ბატონ ვახტანგ გომელაურს და საჯარო მადლობას ვეუბნები მას და საპოლიციო ძალებს ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად მიმდინარე ბრძოლაში გამოჩენილი პროფესიული სიმშვიდისათვის.

არამშვიდობიანი პროცესების მიმდინარეობისას რთულია შეინარჩუნო პროფესიონალიზმი და კანონის მოთხოვნებს დაემორჩილო, რაც ქართულმა საპოლიციო ძალებმა შეძლეს და მოახერხეს. ცალკეულ გადაცდომებზე მიდის გამოძიება და კანონი ყველას სათანადო პასუხს გასცემს. ვახტანგ გომელაურისა და საპოლიციო ძალების სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებით ჩვენ არაერთხელ ავიცილეთ თავიდან საქართველოში "მაიდანის" პროექტი. ჩემი მხარდაჭერა და მადლობა მას! ქართული სახელმწიფოს ყურადღება მშვიდობაზეა მიმართული და ამას ვერავინ ვერ შეცვლის”, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი