ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე: ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
364 24 დეკემბერი 2024, 19:16

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან.

„ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ.

რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?!

26 ოქტომბრის არჩევნების მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც "IRI"-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად „ეუთოს“ დასკვნა გააბათილონ.

რეალობა ერთია - მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ არჩევნები შედგა.

ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით.

ხვალ „NDI“ გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, "ჰელსინკის კომისია" და ასე გააგრძელებენ ყეფას...არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი