გია აბაშიძე: Deep state-ის გავლენები ჯერ არ დასრულებულა, Julius Baer-ი ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას დიდ აფერაში ფიგურანტ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილზე- ვინაა ბაჩიაშვილი და რატომ მისი ასეთი თავგანწირული დაცვა? იმიტომ, რომ ივანიშვილის ოჯახს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 21 იანვარი 2025, 12:09

„Deep state-ის გავლენები ჯერ არ დასრულებულა, მისი ფინანსური ფინიებიც უკანონობის დროებით რეჟიმში არიან ბიძინა ივანიშვილის როგორმე დასასჯელად, მათ შორისაა Julius Baer. ეს კანტორა ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას დიდ აფერაში ფიგურანტ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილზე“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმიანება, რომ „Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად. ეს ვლინდება როგორც უშუალოდ ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“.

აბაშიძის თქმით, ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპელთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ პაიკი ბაჩიაშვილი იმ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს და ინსტრუქციებით მოქმედებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვიან.

„Deep state-ის გავლენები ჯერ არ დასრულებულა, მისი ფინანსური ფინიებიც უკანონობის დროებით რეჟიმში არიან ბიძინა ივანიშვილის როგორმე დასასჯელად, მათ შორისაა Julius Baer. ეს კანტორა ვითომ ჩქმალავს ინფორმაციას დიდ აფერაში ფიგურანტ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილზე. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი კუთვნილი დასანქცირებული თანხების დაბრუნების მიზნით, ამ შვეიცარიულ ე.წ. ბანკსაც ედავება.

ირკვევა, რომ დროებითად გავლენიანი კლასტერის ეს დაწესებულება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, კრიმინალ გიორგი ბაჩიაშვილს ხელს აფარებს. შეკითხვა - ვინაა ბაჩიაშვილი და რატომ მისი ასეთი თავგანწირული დაცვა? იმიტომ, რომ "ურჩი" ივანიშვილის ოჯახს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან, უსაქციელო მარიონეტის ვინაობას არ აქვს მნიშვნელობა. Julius Baer-ის მხრიდან სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დაბლოკვა ერთ-ერთ ავაზაკ ფიგურანტზე, გ.ბაჩიაშვილზე ამის მკაფიო ნიმუშია.

ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპელთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია. აშკარაა, რომ პაიკი ბაჩიაშვილი იმ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს და ინსტრუქციებით მოქმედებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვიან. თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია.

საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფალი განვითარების მთავარი გარანტორის, ბიძინა ივანიშვილის ამისთვის ვითომ დასჯა ამაოა და ტრაგიკომიკურია გარეწრებისთვის. სამართალი და სიმართლე არასდროს მიიჩქმალება“- წერს გია აბაშიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი