დავით ქართველიშვილი ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე: სწორედ ეს არის „დიფ სთეითის" დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 28 იანვარი 2025, 11:05

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გლობალური ომის პარტიას არ აჩერებდა სახელმწიფოების „ზომები" და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში", - წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ დიფ სთეითი საქართველოს არასასურველ ინვესტიციებსაც უბლოკავდა და გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციებისკენ სწრაფვასაც უშლიდა.

დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზეწოლა იყო ინდოეთზეც, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩინეთისა და ინდოეთის პარტნიორული ურთიერთობების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ბრძოლა, რაც, მათ შორის, პირდაპირი ფრენების შეზღუდვით გამოიხატა. ექსპერტი წერს, რომ დიფ სთეითის დასუსტების ერთ-ერთი ნიშანი, 5 წლის შემდეგ, ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარია.

„როდესაც ვსაუბრობთ „დიფ სთეითის" ფართომასშტაბურ ჩარევებზე ქვეყნების უფლებაზე, აწარმოონ მისგან დამოუკიდებელი და სუვერენული პოლიტიკა - სწორედ ამას ვგულისხმობ. "გლობალური ომის პარტიას" არ აჩერებდა სახელმწიფოების „ზომები" და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში. საქართველოს უკრძალავდნენ გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციების მისამართით გახედვასაც კი, უბლოკავდნენ „არასასურველი" მიმართულებებიდან
საინვესტიციო პროცესებს. წარმოიდგინეთ და ინდოეთზეც კი იყო მსგავსი ზეწოლა, სწორედ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში - მიდიოდა დაუფარავი ბრძოლა ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების დაახლოების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, პირდაპირი რეისების განხორციელების აკრძალვის ჩათვლით. პირველად, უკანასკნელი ხუთი წლის შემდეგ, ეს დაბრკოლება, ეს ბლოკიც დაძლეული იქნა. სწორედ ეს არის „დიფ სთეიათის" დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი. ეს ერთი და სხვა მრავალი..." - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი