შალვა პაპუაშვილი უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაზე: დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 01 თებერვალი 2025, 16:21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 1 თებერვალს მიღებულ იხსენებს და წერს, რომ რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი

„ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.

რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.

ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი.
ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.

დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი“, - წერს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი