დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
382 14 თებერვალი 2025, 11:25

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გამოცემა Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელლოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად.

მაგალითად, კიტ კელლოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, აშშ არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას - ამერიკა უბრალოდ აცხადებდა, რომ ისინი „საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“. კიტ კელლოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე“.

ამასთან დაკავშირებით, კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი. „მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა“ - უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. „მთავარია, რომ იცის“ - ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია - უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო „გამყრელიძის დასკვნაზე“ დაყრდნობით, „ამ ეტაპზე“ - შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება...“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი