დავით ქართველიშვილი: სოზარ სუბარის რეკომენდაციით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმზე მის მიერვე შექმნილი სიცრუის მანქანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 02 მაისი 2025, 14:07

სააკაშვილის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი ფეიკ-კინოდოკუმენტალისტი და აშკარად გაუკუღმართებული სადისტური შემოქმედებითი ნიჭის პატრონი იყო შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე - არა ერთი მკვლელობის, წამების და დანაშაულის დაფარვის მიზნით შექმნილი კინოქრონიკის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


მისი თქმით, სოზარ სუბარის რეკომენდაციით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმზე მის მიერვე შექმნილი სიცრუის მანქანა.


„დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სოზარ სუბარი უმნიშვნელოვანეს თემას შეეხო. ნაცისტური გერმანიის ცნობილ ჯალათებზე არანაკლებად დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დანაშაულებრივი რეჟიმის განმტკიცებაში, მისი „შელამაზება" და „გაპრავების" მიზნით იოზეფ გებელსის მიერ შექმნილმა "შემოქმედებითმა ჯგუფმა". ფაშისტური სადიზმის და წამების შენიღბვის ამ "ნიჭიერი" დიდოსტატების სახელებიც შემოგვინახა ისტორიამ: ლენი რიფენშტალი (Leni Riefenstahl), ფაიტ ხარლანი (Veit Harlan), ხანს ვაისი
(Hans Weidemann), კარლ რიტერი (Karl Ritter), ვალტერ რუტმანი
(Walter Ruttmann).
სააკაშვილის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი ფეიკ-კინოდოკუმენტალისტი და აშკარად გაუკუღმართებული სადისტური შემოქმედებითი ნიჭის პატრონი იყო შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე - არა ერთი მკვლელობის, წამების და დანაშაულის დაფარვის მიზნით შექმნილი კინოქრონიკის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი. ბუტა რობაქიძე, სანდრო გვირგვლიანი, "ნავთლუღის ოპერაციის" მსხვერპლნი - ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი გურამ დონაძის მიერ შექმნილი სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემის პროდუქციისა.
სამწუხაროდ გერმანული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, იოზეფ გებელსის
"შემოქმედებითი ჯგუფის" არც ერთ ნაცისტურ ფეიკ-რეჟისორს არ ხვდა წილად დამსახურებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა: გამამართლებელი განაჩენები, საზოგადოებრივი ბოიკოტი და გაკიცხვა, მორალური სტიგმა - ეს იყო მათი დასჯის მაქსიმუმი. ამიტომაც, სოზარ სუბარის რეკომენდაციით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმზე მის მიერვე შექმნილი სიცრუის მანქანა. კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, გურამ დონაძის ფეხქვეშ, როგორც მინიმუმ, მიწა უნდა იწვოდეს...“-წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი