ედიშერ გვენეტაძე თინა ბოკუჩავას ბრიფინგზე: ახლა უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ ამ უბედურებს, ამიტომაც იქცნენ საბოლოოდ ფსკერგავარდნილ „ნაცებად“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 09 ივნისი 2025, 14:54

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ზეწოლის შედეგად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

ექსპერტი აცხადებს, რომ "ნაცები" ისედაც ყოველმხრივ ფსკერგახვრეტილები იყვნენ, თუმცა, უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ. მისივე თქმით, "ნაცების" მესაიდუმლე ნანუკა ჟორჟოლიანმა, სკრუპულოზურად აღწერა ბოკუჩავას ქმრის სავალალო მდგომაროება.

„ისედაც ყოვლის მხრივ გახვრეტილ ფსკერიანები იყვნენ, განსაკუთრებით კი ტვინით, მაგრამ ახლა უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ ამ უბედურებს. ამიტომაც იქცნენ საბოლოოდ ფსკერგავარდნილ ნაცებად ანუ ცოლიან-ქმრიან-ხაბეებიან-გუბაზებიანად...
ისე რა გინდათ. რას ერჩით?
რაც მართალი მართალია, იცის ნამდვილად ამათი რეალური "სტატუს ქვო" მათმა სულიერმა და ხორციელმა მეგობარმა და მესაიდუმლე, მელობიე ნანულა ჟორჟოლიანმა. ამიტომაც სკრუპულოზური, იუველური სიზუსტით აღწერა თინიკოს ქმრის სავალალო მდგომარეობა.
იცის და..." - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი