ანა წითლიძე ირაკლი წულაიას: ზოგადად, შენ ფხიზელი არ მოძრაობ. რთულია სიმართლის მოსმენა არა?! არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 18 ივლისი 2025, 10:49
რთულია სიმართლის მოსმენა არა?!  გეგონა არავინ წამოგაყვედრიდა? თუ არ გინდა წამოგაყვედრონ მაშინ ენა უნდა ჩაიგდო, თუ არ ჩაიგდებ უარეს სიმართლეს მოისმენ.  არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული? არც ის იცოდი საოჯახო ბიზნესად რონ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით? - ასე პასუხობს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე „გახარია საქართველოსთვის“  ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლია წულაიას  სოციალურ ქსელში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაც წითლიძის მიერ წულაიასადმი მიძღვნილ პოსტს მოჰყვა. 

წითლიძე სთავაზობს წულაიას პოდკასტში მისვლას და აღიშნული საკითხზე საჯაროდ საუბარს.

„ირაკლი წულაიაზე პოსტის კომენტარებში, 20 საათიანი დაგვიანებით, წულაია გადაფსიხებულა:) 
ირაკლი წულაია - არ მგონია, ეს ფხიზელს დაგეწერა. 
ზოგადად, შენ ფხიზელი არ მოძრაობ. 
რთულია სიმართლის მოსმენა არა?! 
გეგონა არავინ წამოგაყვედრიდა? 
თუ არ გინდა წამოგაყვედრონ მაშინ ენა უნდა ჩაიგდო, თუ არ ჩაიგდებ უარეს სიმართლეს მოისმენ. 
არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული? არც ის იცოდი საოჯახო ბიზნესად რონ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით? 
შენ რატომ იყავი ნაცების დროს დაჭერილი რატომ მალავ? 
რკინიგზაში არ იყავი და არ გამოგაგდეს თუ ნარკოტიკზე არ დაგიჭირეს? ღარიბაშვილმა რომ მოგისროლა.
მე გთავაზობ, გინდა შენთან პოდკასტში, გინდა ჩვენთან, მარტო დაგიჯდები, შენ ვინც გინდა მოიყვანე და სახეს აგაძრობ სიმართლით. 
საჯაროდ გავარკვიოთ ვინ იტყუება ჩვენს შორის. 
მე ფაქტებით ვილაპარაკებ და მოწმეებს შეგახვედრებ, მამაშენი ვისაც ფულს სძალავდა და რის გამოც დაიჭირეს. 
შენი და შენი ძმის ტროლების ქარხანაზეც ვილაპარაკოთ. იმედში რომ მუშაობდი მაგაზეც. 
ოღონდ კაიფში არა, ფხიზელი მოდი. 
შენი ბლატაობა მორჩა, აწი ოთახში ჩაკეტილმა იბლატავე ხოლმე“,- წერს წითლიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი