ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო „ნაცმოძრაობას“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჯო უილსონს, სავარაუდოდ ფინანსური ინტერესის გამო ცდილობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 22 ივლისი 2025, 13:16

აშშ-ს „FARA“-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„აშშ-ს „FARA“-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი. არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ხოლო, რაც შეეხება ჯო ვილსონს, რომელიც გარდა იმისა რომ ემტერება ჩვენს ქვეყანას, ასევე მიზანმიმართულად, გარკვეული ფულადი ანაზღაურების საფასურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას ემსახურება. საეჭვოა, რომ ჯო უილსონი სხვა, მესამე, უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდაც, მოქმედებდეს, მას უნდა აეკრძალო საქართველოში შემოსვლის უფლება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი