ზაალ ანჯაფარიძე: დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების მომზადება არჩევნებისთვის უნისონში მოდის რადიკალური ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებულ გეგმასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 18 აგვისტო 2025, 12:38

გეხსომებათ, რომ ბრიტანეთს ჩაუვარდა საქართველოში „საგრანტო პროგრამით“ შეფუთული დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისთვის, მედიებისთვის და ორგანიზაციებისთვის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩასაშლელად. სწორედ ჩვენი ახალი კანონით გრანტების შესახებ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, აქტივისტების მომზადება არჩევნებისთვის უნისონში მოდის რადიკალური ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებულ გეგმასთან და ის უნისონში იქნება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გეგმებთანაც, რომლებიც წაგების შემდეგ აუცილებლად გამოვარდებიან ქუჩაში ყვირილით.

„გეხსომებათ, რომ ბრიტანეთს ჩაუვარდა საქართველოში „საგრანტო პროგრამით“ შეფუთული დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისთვის, მედიებისთვის და ორგანიზაციებისთვის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩასაშლელად. სწორედ ჩვენი ახალი კანონით გრანტების შესახებ.

ამიტომაც ეტყობა პროექტი გადაიტანეს ლიტვაში. კითხვა ჩნდება: იმ ორ ქართულ ორგანიზაციას, რომლებმაც აქ აქტივისტები (იკითხე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები) უნდა შეკრიბოს და გაამგზავროს, ვინ და რა არხებით აფინანსებს?! ამ ყველაფერს ხომ საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება. იმედია, ახალი კანონი გრანტების შესახებ არ არის დაპაუზებული.

სხვათა შორის, აქტივისტების მომზადება არჩევნებისთვის უნისონში მოდის რადიკალური ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებულ გეგმასთან. ის უნისონში იქნება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გეგმებთანაც, რომლებიც წაგების შემდეგ აუცილებლად გამოვარდებიან ქუჩაში ყვირილით - „გაგვიყალბეს“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი