დავით ქართველიშვილი რადიკალური პროცესის ინიციატორებზე: ხვალ მათ ალბათ ექნებათ მორიგი მცდელობა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალზე გაუჭირდებათ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 03 ოქტომბერი 2025, 13:06

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სხვადასხვა რადიკალური პროცესების წარმოშობის დეტალები მიმოიხილა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თითოეული რადიკალური მოძრაობს უკან უცხო ქვეყნის დაფინანსებები ფიგურირებდა.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ რადიკალური მოძრაობები კიდევ ერთხელ შეეცდებიან საქართველოში, კერძოდ ხვალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ვითარების არევას და სიტუაციის დაძაბვას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს მათ არ გამოუვათ.

„ზუსტად ორი წლის წინ, USAID-ის მიერ „ბავშვთა ონკოლოგიის“ დაძლევის მიზნით „კულტურის მუშაკებთან“ ჩატარებული ტრენინგები დასრულდა. აი ისინი, „მძიმე სნეულების“ დაძლევის მიზნით, ბულდოზერებით, „კულტურულად“ პარლამენტში როგორ უნდა შეაღწიო, ამას რომ ასწავლიდნენ სერბი „ონკოლოგი-პედიატრები“. სამწუხაროდ, ესოდენ „ძვირფასი“ სპეციალისტები სუს-დან აეროპორტამდე გავაცილეთ, თორემ დატოვებდა მათ კაცი რამდენიმე წლით თუნდაც „ვივამედში“, შემდგომში მათი იქიდან ბულდოზერებით გამოხსნის პერსპექტივით.

ყველაფერი 2000 წელს იუგოსლავიიდან დაიწყო. მილოშევიჩის ხელისუფლების ჩასანაცვლებლად დაიხარჯა მილიარდები - ქვეყანაც კი დაიბომბა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. მილოშევიჩი ვერ ჩამოაგდეს. მაშინ ბილ კლინტონის პირველმა სახელმწიფო მდივანმა უორენ კრისტოფერმა ბრძანა: „თუ აშშ გამოიყენებს საერთაშორისო და რეგიონულ შესაძლებლობებს, ჩვენ შევძლებთ ეფექტურად გამოვიყენოთ საკუთარი შეზღუდული რესურსები და ამავდროულად არ შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ ვცდილობთ ვინმეზე დომინირებას". სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული „არაძალადობრივი წინააღმდეგობის“ გაცილებით იაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც დაჯდა „სულ რაღაც“ 100 მილიონი, მაგრამ მიზანი მიღწეული იქნა - მილოშევიჩის ხელისუფლება დაემხო. მილოშევიჩის ჩამოგდება, დაპატიმრება და რევოლუცია იმ „отпор!"-ის დამსახურებაა, რომლის ბაზაზე შემდგომ შეიქმნა ცენტრი CANVAS და დააფუძნა ისეთი შვილობილი მოძრაობები, როგორიც იყო „კმარა!“ საქართველოში და „пора!“ უკრაინაში. ნიშანდობლივია, რომ ელენე ხოშტარიას იმის ფანტაზიის უნარიც არ ეყო, საკუთარი მოძრაობისთვის სახელი მოეფიქრებინა, მან უკრაინული „пора!“ – „დროა“-დ გადათარგმნა.

CANVAS-ი ჩამოყალიბდა 2003 წელს და მისი დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგია სარფიანი ბიზნესია. თავისი ცენტრის საიტზე გაჩნდა იმ ორგანიზაციების ნუსხა, რომლებთანაც CANVAS-მა თანამშრომლობის „ფანჯარა“ გააღო: USAID, Freedom House, IRI, NED, NDI, ფონდი „ახალი ტაქტიკა“, ჯინ შარფის „ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტი“ და სხვა. CANVAS-ის უშუალო მონაწილეობით „ფერადი რევოლუციების“ ეპიდემიამ მოიცვა: ნიგერია, ლიბია, ბირმა, ვენესუელა, პალესტინა, კენია, ირანი, ტონგა, დასავლეთ სახარა, დასავლეთ პაპუა, ეგვიპტე, უკრაინა, ყირგიზეთი, საქართველო. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცდელობები ყველგან წარმატებული იყო, თუმცა, „отпор!“-ელები იღებდნენ გამოცდილებას, იხვეჭებოდა მათი „არაძალადობრივი წინააღმდეგობის“ ტექნოლოგიები.

თუ 1998 წელს „отпор!“-ი შეიქმნა, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმდევარი ახალგაზრდული მოძრაობა, მათი პოტენციალი შეამჩნიეს ამერიკელმა კურატორებმა: აღმოსავლეთ ევროპაში მათთვის გახსნეს სპეციალური ორგანიზაციები და ფონდები (მაგალითად, ბულგარეთის პოლიტიკურ აკადემიაში, შემსწავლელი კურსები უნგრეთსა და რუმინეთში და სხვა). სწავლებას ახორციელებდნენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის წარმოების ისეთი გამოცდილი სპეციალისტები, როგორიც იყო აშშ არმიის პოლკოვნიკი რობერტ ჰელვი (80-იან წლებში აშშ-ს სამხედრო ატაშე ბირმაში) და ა.შ. ამერიკელების კარნახით, „отпор!“-მა შემდგომ მიმართა მარკეტინგულ ხრიკს და ჩამოყალიბდა „ბრენდად“, პრინციპიდან, რომ „ბრენდს" ციხეში ვერ გამოკეტავ. „Отпор!“ -ელები ქმნიან სურათს, რომ აღშფოთებული მოქალაქეები თავად „აყირავებენ“ მიუღებელ მთავრობას. ის, რომ ამის უკან დგას პოლიტტექნოლოგების მრავალწლიანი ღვაწლი - „კადრს მიღმა“ რჩება. არა და ამ „თეატრალიზებულ დადგმას“ ჰყავს თავისი სცენარის ავტორი, რეჟისორი, მთავარი და ეპიზოდური როლების შემსრულებლები. წარმატების მისაღწევად ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე მაგალითად, „არაბული გაზაფხულის“ დროს ერთ მაგიდასთან დასვეს ისლამისტები და ლიბერალები, ბელგრადის „ბულდოზერების რევოლუციისას“ - ჰიპები და კრიმინალები. „Отпор!„ ელები ეძებდნენ მოღალატეებს ყველგან: პოლიციაში, ჯარში, სპეცსამსახურებში. ეს ტაქტიკა გათავისუფლებულია მორალისაგან. „კარგი და ცუდი ტიპების" ამერიკული ფილოსოფია იმიტომ მოიპოვა „отпор!“- ელების რიგებში პოპულარობა, რომ შინაარსობრივად არის ძალზე პრიმიტიული, მსოფლიოს ყოფს „თეთრ და შავ“ ნაწილებად, ადვილად განსაზღვრავს, თუ ვინაა დასასჯელი, ხოლო ვინაა წამახალისებელი. გათვლილია მწირი ინტელექტის მქონე კონტინგენტზე და ათავისუფლებს თავის „გენმოდიფიცირებულ“ მიმდევრებს, აზროვნების აუცილებლობისაგან. ხვალ მათ ალბათ ექნებათ მორიგი მცდელობა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალზე გაუჭირდებათ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი