ლევან ჭოტორლიშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე: რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მით უფრო ძვირი გახდება დესტრუქციული პროცესების დაფინანსება, გაძლიერდება სუვერენიტეტი - მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 03 ნოემბერი 2025, 10:22

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლას ეხმიანება, რომელიც 6,5 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „არ ეშინიათ საქართველოში ფულის ჩადება, იმიტომ რომ იციან ქვეყანას გონიერი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარების ხაზს”.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, რაც უფრო გამდიდრდება ქვეყანა, მით უფრო ძვირი გახდება დესტრუქციული პროცესების დაფინანსება.

„ექვს მილიარდიანი ინვესტიცია არის ძალიან კარგი ამბავი. ეს ერთი და სხვა მრავალი. არ ეშინიათ საქართველოში ფულის ჩადება, იმიტომ რომ იციან ქვეყანას გონიერი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარების ხაზს.

რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, რაც უფრო გამდიდრდება ქვეყანა, მით უფრო ძვირი გახდება გრანტებით აქტივისტების მოსყიდვა, რევოლუციების, დესტრუქციული პროცესების დაფინანსება, გაძლიერდება სუვერენიტეტი. მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, - წერს ჭოტორლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი