ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 08 იანვარი 2026, 14:38

ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ ფონზე, ლოგიკურია კითხვა, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ აქ იკვეთება პრობლემა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებების შერჩევითად გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისია საჯაროდ შეაფასა, როგორც უსარგებლო და პოლიტიკურად მიკერძოებული სტრუქტურა.

ამ ფონზე ლოგიკურია კითხვა: როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი? გააგრძელებს თუ არა ის ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს?

სწორედ აქ იკვეთება პრობლემა - როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები გამოიყენება არა სამართლებრივი ან აკადემიური ანალიზის საფუძველზე, არამედ შერჩევითად, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან ვენეციის კომისიის მიმართ „კრიტიკული ერთგულება“ სულ უფრო მეტად ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ გარე პოლიტიკური ცენტრებისადმი ლოიალობის დემონსტრირებას, რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი