დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს: ფასიანია უკვე ეს გაზიარება - დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 06 თებერვალი 2026, 12:34

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროსაბჭოს სურვილს, იზრუნოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, ამის შესახებ გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს.

მისი თქმით, ევროსაბჭოსთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ახლა უკვე ფასიანი გახდა.

„ფასიანია უკვე ეს გაზიარება - დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ. ჩვენს აქციას, „უფასო გაზიარების“ თაობაზე, თქვენ სულ სხვა, ფასიანი აქციებით უპასუხეთ. ეს ყველაფერი იცით, რას მაგონებს? ბოლო წლებში სულ უფრო მეტი სხვა კონფესიების მიმდევარი ამერიკელი - მართლმადიდებლობას ირჩევს. მალე კიდევ უამრავ ჩვენს გამოცდილებაში, ტრადიციასა და ფასეულობაში მოითხოვენ „გამოცდილების გაზიარებას“, სულისა და ხორცის ელემენტარული გადარჩენის მიზნით. რადგანაც „თავს მაღლა, ძალა არ არის“, მით უმეტესს, თუ ეს აყროლებული თავი კოლექტიურ „ჯეფრი ეპშტეინს“ ეკუთვნის...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი