გია აბაშიძე: შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 29 აპრილი 2026, 12:50

საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ მხილება და გაკიცხვა არაა საკმარისი გათავხედებული „ნაცასპიტების“ წინააღმდეგ. საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“, რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტი ქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“.

„შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელესაპირფარეშო („ტვ პირველი“), რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტი ქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“.

საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ naming & shaming (მხილება და გაკიცხვა) არაა საკმარისი გათავხედებული „ნაცასპიტების“ წინააღმდეგ. საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული.

ირაკლი კობახიძემ როცა ისაუბრა კვერცხისა და ღორის ხორცის შედარებით დაბალ ფასებზე, მიზანმიმართულად არ გაუკეთა რეკლამა სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯს“ და სხვაგან არსებულ ფასდაკლებებს. მაგრამ ნაცჩლუნგისტანში ამას არ იმჩნევენ, რადგან ფასებით კი არა, ადამიანების ჯანმრთელობითა და სიცოცხლითაც სპეკულირებენ“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი