ნანუკა ჟორჟოლიანი - „რეფორმატორთა საბჭო" შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - - სააკაშვილმა გადაწყვიტა, ბრძოლაში მყოფებს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, ამას გაძლევთ, რეფორმები განვახორციელოთ პარტიაში და შემდეგ ბრძოლაში გამოიყენეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 08 ივლისი 2026, 16:31
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ „რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის პიდეას ნანუკა ჟორჟლიანი, სოცქსელებით ეხმაურება. 

„რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე მიზეზის გამო. გვინდა, რომ იყოს საქმიანი კოალიცია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ არ უნდათ პარტიულობა. ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, „ყველა „ნაცია“, მაგრამ მეორე საკითხია, როცა პოლიტიკურ პარტიასთან აფილირება ასე პირდაპირ ხდება, რისი სურვილიც შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ეს პრობლემა მოვუხსენით ადამიანებს და ვუთხარით, რომ ნებისმიერ თქვენგანს, მათ შორის შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ხუთიანის ამომრჩევლები, მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ, რომ გვინდა- არ გვინდა, პოლიტიკური პროცესები მაინც წავა ისეთ ჭრილში, რომ პარტია როგორც იარაღი საჭირო გახდება ყველასთვის, ვინც ამ ბრძოლაშია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა, არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად ვიმუშაოთ ამ ბრძოლის იარაღის გაძლიერებაზე, თქვენი შეხედულებების მიხედვით, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ მომხიბვლელად და უფრო მიმზიდველად და შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისი განმარტებით, „რეფორმატორების საბჭო" არის დამოუკიდებელი, თუმცა პროცესში მონაწილეობას იღებენ პარტიული ადამიანებიც, წევრებიც და არამხოლოდ წევრებიც, მათ შორის არიან წარსულში მაღალი ჩინის მქონე ადამიანები. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პროცესი უნდა იყოს ძალიან გახსნილი.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც გავლენას პირიქით მოახდენს. ხოლო, ენმ-სგან დამოუკიდებელი იქნება იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოვთვალე იმიტომ, რომ საქმიანი კოალიციის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ იქ შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება უნდოდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა იყოს ენმ-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ყველას, მოდით, გვემუშავეთ, ერთად ვიმუშაოთ ამ პროცესზე. შემდეგ, ეს ენმ-ს მისცემს რეკომენდაციას. მათ შორის იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა და სურვილი და ის აქამდე ვერ განახორციელა. ეს შექმნის წინადადებების, რჩევების ფორმატს, ამას პარტია გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს.ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც იგება თანამშრომლობის ფორმატი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი