დავით ქართველიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას, დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 იანვარი 2025, 10:54

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც გარკვეული დათქმებით იქნა მიღებული. ექსპერტი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო ჩამოშორდა მონობას, ვასალობას და დამოუკიდებლობის დაკარგვას. სანაცვლოდ კი, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი შეინარჩუნა რა ღირსება და თავმოყვარეობა.

„სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ვასალობას, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.

სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა, ღირსების შენარჩუნება, ქართველობა და მართლმადიდებლობა - ამის დათმობას ითხოვდა ჩვენგან ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, დღეს უკვე სტრასბურგი. ლაქიების, მონების და აგენტების სულგაყიდულ აღქმებში - თურმე დღეს უნდა ყოფილიყო ის დღე, რომელსაც საქართველოს ღმერთისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალ 30-საუკუნოვანი ისტორია უნდა შეეჩერებინა. პოლიტიკურად და სქესობრივად გაუკუღმართებულ არსებებს, დღეს ქართველების მამული, ენა და სარწმუნოება უნდა დაემარცხებინათ. იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას, დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხოლოდ უნდა გვახარებდეს. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით გაბრწყინებულ იბერიას," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი