ლევან ნიკოლეიშვილი: კაია კალასი საქართველოში ჩავარდნილი რევოლუციის მიზეზით ხომ არ არის შეშფოთებული? ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა საქართველოს საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფას სჯობს კორუმპირებულ ევრობიუროკრატიას მიხედონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 თებერვალი 2025, 14:02

ჯერჯერობით მკაცრი აღშფოთება-შეშფოთებები ჩვენი მტერ-მოყვარე ევროპელებისგან გუშინდელ დღესთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საინტერესოა კაია კალასი საქართველოში უკვე რამდენჯერმე ჩავარდნილი რევოლუციის გამო ხომ არ არის შეშფოთებული. ამასთანავე, ნიკოლეიშვილის თქმით, აჯობებს, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა თავი შეიკავონ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევისგან და კორუმპირებულ ბიუროკრატებს მიხედონ.

„ჯერ-ჯერობით მკაცრი აღშფოთება-შეშფოთებები ჩვენი მტერ-მოყვარე ევროპელებისგან გუშინდელ დღესთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს. წამით წარმოიდგინეთ, მაშინ როცა ევროპელები შაბათ-კვირას დასვენებულები სახლებში ბრუნდებიან და ვიღაც რადიკალურმა ჯგუფებმა ცენტრალური, საერთაშორისო მნიშვნელობის, დედაქალაქში გასავლელ-შემოსასვლელი მაგისტრალი რომ გადაკეტონ, რა მოხდება. მეორეც, რომ პოლიციელებს არ დაემორჩილონ და წინააღმდეგობა გაუწიონ, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ შეხებაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მაგრამ ქალბატონი კაია კალასი მაინც სხვა გახლავთ, გახსოვთ ალბათ, მისი მეუღლის Stark Logistic-მა 300-ჯერ მიიღო ესტონეთის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციისგან რუსეთში სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვა, იმ დროს, როცა მის ქვეყანას სანქციები ჰქონდა რუსეთთან დაწესებული. ეს კიდევ არაფერი - ქალბატონი კალასის გადაწყვეტილებით, თურმე, საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერი განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაუციათ. საინტერესოა, რა თანხებზეა საუბარი, ვის და რა მიზნით გადასცეს?! ასეთი გაუმჭვირვალე და საეჭვო თანხების, გაუგებარი მიზნებით გადაცემის გამო აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, მაგალითად, სულაც USAID-ის მუშაობა გაჩერა. შემთხვევით, ქალბატონი კალასის აღშფოთება-შეშფოთება საქართველოში მერამდენედ ჩავარდნილი და აღკვეთილი რევოლუციის მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული, რომელსაც რატომღაც მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ დარბევას ეძახის. მგონი აჯობებს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფის მაგივრად, დაქცეულ და კორუმპირებულ ევრო ბიუროკრატიას მიხედონ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მათ შესახებ უკმაყოფილება უკვე რამდენჯერმე ახსენა, დაწესებულ ტარიფებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი