დავით ქართველიშვილი: საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა - სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 თებერვალი 2025, 00:49

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა - არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის მოღალატეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა - არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა.
საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაცსექტის მიერ სწორედ ამ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება ფიგურანტთა ფართო სპექტრის მიმართ.

კომისიის სხდომაზე მთავარი პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელს ეთხოვა, წერილობით გაეცა პასუხი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის - აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების თანამშრომლობას საოკუპაციო ძალების სარდლობასთან.

საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა - სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ ჯერ კიდევ თავისი მუშაობის დასაწყისშია. წარმატება ვუსურვოთ მას და ზოგადად, ქართველ პარლამენტარებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი