სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომ ყოველთვის იხელმძღვანლებს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 თებერვალი 2025, 20:39
„სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება, ყველაზე არაპოპულარული იყო ადგილობრივ და გლობალურ "მეინსტრიმ" საზოგადოებაში...“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, 2022 წლის 23 თებერვალს, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებასთან დაკავშირებით: „ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას.“

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკას. 

„ამ განცხადებას კონკრეტული პრინციპული ნაბიჯები და ხისტი გადაწყვეტილებები მოჰყვა, რამაც განაპირობა ცალკე სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და ცალკე, ახალი ორიენტირების ჩამოყალიბება, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესები იქნება სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი!
სამი წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკას - " ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნეს", - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი