მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 თებერვალი 2025, 18:46
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს "ფორმულას" თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნახევარი მედია დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, სანამ "ქოცებმა" ახალი კანონები მიიღეს, მანამდე მოასწრონ დახმარება და მათთვის ფულის მიცემა. 

"European Union in Georgia 
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედია და სულს ვღაფავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს ქოცებმა ახალი კანონები, რომლითაც მაგასაც აგიკრძალავენ, ქენით რამე დროზე - ფული ხო მაინც გაქვთ რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე თუ აპირებთ თორემ უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება. ვახ," -  წერს მიშა მშვილდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი