CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 მარტი 2025, 15:56
დონალდ ტრამპმა CNN და MSNBC კორუფციასა და უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა. შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტელეარხები დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, რომელთა ქმედებებიც, მისი აზრით, უკანონოა.

ტრამპმა გააკრიტიკა მედია მათ შორის კოორდინაციის გამო. მისი თქმით, ისინი გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე.

„CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ. არ აქვს მნიშვნელობა რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე, ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები, ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე. ეს არ შეიძლება, რომ ასე იყოს. ჩვენ ვაბრუნებთ პატიოსნებას და ანგარიშვალდებულებას ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში იუსტიციის სამინისტროსა და მთელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, - განაცხადა ტრამპმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს
თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
დავით ქართველიშვილი: ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს
არქივი