გიორგი გახარია - ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აპრილი 2025, 21:16

ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

"დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.

პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”, - წერს გიორგი გახარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი