ამერიკა-ირანისა და ჩინეთის ძალთა ჭიდილი რუსეთის ინტერესების ჩართულობით, შესაძლოა კავკასიის "პოლიგონზე" გაიმართოს, რომლის ეპიცენტრი საქართველო იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 აპრილი 2025, 13:42
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველო  პოლიტიკური და  ეკონომიკური გზაჯვარედინია დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ის ასევე რელიგიური გზაგასაყარია“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ქვეყნის მნიშვნელობას ზრდის, თუმცა თუ საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სამხედრო გზაგასაყარად ჩამოყალიბდება, აქამდე ნანახ სცენარებს შორის, ყველაზე ცუდი იქნება.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ამერიკა- ირანისა და ჩინეთს შორის დაძაბულობა, შესაძლოა კავკასიაში გაიმართოს. ამის ეპიცენტრი კი საქართველო იქნება. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ორ დიდ სახელმწიფოს ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ქვეყანა ურთიერთობების გასარკვევად სხვა ქვეყნის ტერიტორიას იყენებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ტრამპმა „დიფ სთეითი“ დაამარცხოს, რადგან ეს გამარჯვება საქართველოს და დანარჩენს მსოფლიოს „დიფ სთეითისგან“ მომდინარე რისკებისგან დააზღვევს.

„ამერიკა-ირანისა და ჩინეთის ძალთა ჭიდილი რუსეთის ინტერესების ჩართულობით, შესაძლოა კავკასიის "პოლიგონზე" გაიმართოს, რომლის ეპიცენტრი საქართველო იქნება.

2022 წელს დაწყებული ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე შედგა. პირველი არ არის, როცა დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნის ტერიტორიას იყენებენ ურთიერთობის გასარკვევად. 

ამ დაპირისპირების ნაწილი გახადეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაც. აქაც "სტანდარტი" დაცულია, ის არც რუსეთია და არც დასავლეთი, თუ "ტყვია გავარდება", საკუთარი არ დაინგრევა.

ჩვენი ქვეყანა  გეოპოლიტიკური საფეხბურთო მოედნის ცენტრია, საიდანაც შესაძლოა მორიგი სახიფათო სამხედრო “თამაში" დაიწყოს. აქაც "სტანდარტი" დაცული იქნება-ის არც რუსეთია, არც ამერიკა, არც ირანი და არც ჩინეთი.

საქართველო  პოლიტიკური და  ეკონომიკური გზაჯვარედინია დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ის ასევე რელიგიური გზაგასაყარია . ეს მის მნიშვნელობას და პერსპექტივას ზრდის, მაგრამ თუ ის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სამხედრო გზაგასაყარად ჩამოყალიბდება, ეს აქამდე ნანახთა შორის ყველაზე უარესი იქნება. 

დაძაბულობა დღითიდღე მძაფრდება და რისკები მატულობს, გაურკვეველია ომს ჩაანაცვლებს თუ არა მშვიდობა. რით დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური რევოლუცია? ხომ არ შეძლებს "გლობალური ომის პარტია" რეაბილიტაციას, რაც მესამე მსოფლიო ომთან დააახლოებს სამყაროს.

ტრამპის "დიფ სთეითზე" გამარჯვება და ძალთა ბალანსის მოძიება აუცილებელია, რაც ამ რისკებისგან საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად დააზღვევს,“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი