დავით ჩიხელიძე როინ შავაძის მკვლელობაზე: რეჟიმს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილეს სადისტურად კლავს, პატრიოტიზმზე საუბრის და პოლიტიკაში დარჩენის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 აპრილი 2025, 12:33

„როდესაც ჩვენი ევროკრეტინები ანწუხელიძეზე საუბრობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ აგვისტოს ომის გმირი ანწუხელიძე მტერმა მოკლა, მეორე გმირი შავაძე კი საკუთარმა სახელმწიფომ და ნაციონალურმა მოძრაობამ!“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული როინ შავაძის მეუღლემ, მკვლელობის დეტალების შესახებ ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, „მკვლელობის ფაქტიც როგორი სადისტური იყო, ჯერ ადამიანი შეთითხნილი, აბსურდული ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი ზურგში 40 ტყვია ესროლეს, თითქოსდა როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, რეალობა კი ის არის, რომ მოხდა მისი განზრახ მკვლელობა“.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში აგვისტოს ომის მონაწილის და რეჟიმის მიერ მოკლული როინ შავაძის მეუღლის გამოკითხვა მოხდა. რეჟიმს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილეს სადისტურად კლავს, პატრიოტიზმზე საუბრის და პოლიტიკაში დარჩენის, არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს! როდესაც ჩვენი ევროკრეტინები ანწუხელიძეზე საუბრობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ აგვისტოს ომის გმირი ანწუხელიძე მტერმა მოკლა, მეორე გმირი შავაძე კი საკუთარმა სახელმწიფომ და ნაციონალურმა მოძრაობამ!

რთულია ემოციების გარეშე მოუსმინო ქალბატონ ციცინო შავაძეს, რომელმაც ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გაიარა, მას მიცვალებულის გლოვის უფლებაც კი არ მიცეს, რაც ხაზს უსვამს ნაციონალური მოძრაობის მანიაკურ სახეს, თვითონ მკვლელობის ფაქტიც როგორი სადისტური იყო, ჯერ ადამიანი შეთითხნილი, აბსურდული ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი ზურგში 40 ტყვია ესროლეს, თითქოსდა როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, რეალობა კი ის არის, რომ მოხდა მისი განზრახ მკვლელობა, რადგან როგორც ექსპერტიზამ დაადგინა როინ შავაძეს მკვლელობამდე სხეულზე მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, როგორიც არის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა და სხვა. როგორც წარმოგიდგენიათ, ასეთი მძიმე დაზიანების პირობებში ადამიანი გაქცევას შეძლებდა რა თქმა უნდა არა!“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი