ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 მაისი 2025, 20:00

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნიკა მელია გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის ბანერის გამოტანა გააპროტესტა.

როგორც ნიკა მელია წერს, მნიშვნელოვანია თამაშის წესებზე და არა პოლიტიკურ გემოვნებაზე შეთანხმება.

„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს იმავე აქციის სხვა მონაწილეები. იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა, ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მით უმეტეს, როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ. ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“, – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი