სავალუტო ფონდი: პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ივნისი 2025, 14:14
თანამშრომლობისთვის ამ მისიის ფარგლებში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი ჯგუფი ატარებდა ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან, კერძო სექტორთან და ეს იყო მეოთხე მუხლის ფარგლებში კონსულტაციები, ეს ფორმატი ჰქონდა ამ მისიას, - განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

„მინდა, მოკლედ შევაჯამო ჩვენი მიგნებები, რომელიც ჩვენმა მისიამ გააკეთა ამ ორი კვირის განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკა მაკროგამძლეობით გამოირჩევა, ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მშპ-ს ზრდა 9,4%-ით გაიზარდა 2024 წელს, რაც ძლიერი მოხმარების, შემომავალი ტურიზმის, IT და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს დაახლოებით 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი არსებული პროგნოზის გადახედვა, რადგან გავზარდეთ 6%-დან 7,3%-მდე. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო, მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა იმატა, ძირითადი ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, როდესაც სამიზნე ორიენტირის ზემოთ იყო, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს“, - განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები, რაც პოზიტიური ნიშანია.

„როდესაც ინფლაციას ვუყურებთ სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებით, იქნება ეს საწვავი და სურსათი, მაინც 2%-ის ფარგლებში ჯდება ძირითადი, ეს ნიშნავს, რომ სამიზნე ორიენტირთან ახლოს ვართ. ჩვენ გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარგლებში. გასულ წელს 4% იყო, წელს მსგავსი იქნება, 2025 წელს ჩვენი პროგნოზი გამართლდება. ერთი სფერო, რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ეროვნულ ბანკში, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები“, - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი