27-ვე ევროდეპუტატს, რომელთაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს და ამით გმირობა ჩაიდინეს, მინდა მადლობა გადავუხადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ივნისი 2025, 17:39
„საქართველო უკვე „გამოვიდა იმ ასაკიდან“, როცა მსგავსი ინიციატივები იარსებებს თუ არა, მასზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესახებ საუბრისას, რომელიც „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის მიერ მომზადდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს 27 ევროდეპუტატის მიერ გადადგმული გმირული ნაბიჯია და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა. 

დავით ქართველიშვილის თქმითვე, საქართველო იმ ევროდეპუტატებისა და მათი ქვეყნებისთვის ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანამ, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, ბრძოლა გამოუცხადოს იმ „დიფ სთეითს“, რომელიც თვითონ ევროკავშირის წიაღში ამ ქვეყნების საზოგადოებებს უტევს.

„რა თქმა უნდა, 27-ვე ევროდეპუტატს, რომელთაც ეს გმირობა ჩაიდინეს, მადლობა მინდა გადავუხადო. იმ ველზე თვითონაც მძევლობაში იმყოფებიან და „დიფ სთეითის“ ზურგში მოქმედებენ თავიანთი ქვეყნების კონსერვატიული, ტრადიციული საზოგადოებების სახელით და ტრიბუნას იყენებენ პირველ რიგში იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ ელიტებს, ამომრჩეველსა და საზოგადოებებს მიმართონ. 
საქართველო მათთვის ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანამ, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, ასეთი ბრძოლა გამოუცხადოს იმ „დიფ სთეითს“, რომელიც თვითონ ევროკავშირის წიაღში ამ ქვეყნების საზოგადოებებს უტევს. ეს ძალა მათში ანგრევს იმ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებზეც ესა თუ ის ევროპული ქვეყანა აღმოცენდა და შექმნა ევროპული ქვეყნების კავშირი, რომელიც ჩვენთვის ადრე მიმზიდველი იყო, ხოლო დღეს უკვე ასე საერთოდ არ არის არის, რადგან ტოტალურ უსამართლობაზე დაყრდნობით ახორციელებს თავის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ - მადლობა ამ ფრაქციას, მადლობა ამ დეპუტატებს და იმედია, 2029 წლისთვის, როდესაც ახალი მოწვევის ევროპარლამენტს ვიხილავთ, სულ ცოტა, 27 კონსერვატორი დეპუტატი მაინც იქნება მასში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი