საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაფინანსება ხორციელდებოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა ანგარიშებიც სახელმწიფომ დააყადაღა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 აგვისტო 2025, 14:05
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რამდენად გიადვილდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, როდესაც არ გიწევს „ველოსიპედის“ გამოგონება და მთლიანად ეყრდნობი შენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მდიდარ გამოცდილებას“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ს არსებობს აპრობირებული მეთოდი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესს ატარებს.

„რამდენად გიადვილდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, როდესაც არ გიწევს „ველოსიპედის“ გამოგონება და მთლიანად ეყრდნობი შენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მდიდარ გამოცდილებას. “

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.

რამდენად გიადვილდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, როდესაც არ გიწევს "ველოსიპედის" გამოგონება და მთლიანად ეყრდნობი შენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მდიდარ გამოცდილებას. დიახ — ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში არსებობს პრეცედენტები, როდესაც კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო უსაფრთხოების ან ტერორიზმის საქმეზე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) გაუყინეს ან დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები და აქტივები. განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი:

ესპანეთი (2017) — კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით "სედიციის საქმის" ფარგლებში ეროვნული აუდიტის სასამართლომ დაავალა საბანკო ანგარიშების დაბლოკვის ღონისძიება ორი ყველაზე დიდი, დამოუკიდებლობის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის — Assemblea Nacional Catalana (ANC) და Òmnium Cultural.

გერმანია (2021) — აკრძალეს ისლამური NGO Ansaar International e.V.; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ დააყადაღეს 23 საბანკო ანგარიში საერთო ჯამში 800 ათასი ევროს ოდენობით და ასევე ნაღდი ფული.

ავსტრია (2020) — ოპერაცია Luxor „მუსლიმთა საძმოს“ სტრუქტურების წინააღმდეგ: საგამოძიებო ორგანოებმა ჩხრეკებისას გაუყინეს საბანკო ანგარიშები და რამდენიმე ასოციაციისა და კერძო პირის აქტივებზე კონფისკაცია მოახდინეს.

საფრანგეთი (2020–2022) — არასამთავრობო ორგანიზაცია BarakaCity მთავრობის განკარგულებით გაუქმდა ტერაქტის შემდეგ; საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა აქტივების ადმინისტრაციული გაყინვის მექანიზმი.

ნიდერლანდები (2003) — გამოძიების შემდეგ, მიგრაციისა და უსაფრთხოების უწყებამ დაავალა ყველა აქტივის გაყინვა ფონდისთვის Stichting Al-Aqsa, რომელიც ჰამასთან კავშირში ეჭვმიტანილი იყო. გადაწყვეტილება მოგვიანებით ევროკავშირის სასამართლოებმა დაადასტურეს.

აშშ-ში Holy Land Foundation for Relief and Development-ის — აქტივები გაიყინა; Global Relief Foundation — ორგანიზაცია შევიდა ტერორიზმის სპეციალურ სიაში (SDGT) და აქტივები მთლიანად გაიყინა; Benevolence International Foundation — აქტივები გაიყინა და ორგანიზაცია ჩასვეს სანქცირებულთა სიაში.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მიიღეს დაუფარავი ძალადობრივი ხასიათი - პოლიციურ დანაყოფებზე "მოლოტოვის კოქტეილებით", პიროტექნიკით, ცივი იარაღით, ქვებით, რკინის ხელკეტებით იერიშის მიტანის გზით - მიმდინარეობდა შეტევა სახელმწიფო შენობებზე, ისმოდა მოწოდებები სახელისუფლებო გადატრიალებისკენ. ყოველივე ამის დაფინანსება კი ხორციელდებოდა იმ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა წინააღმდეგ სახელმწიფომ განახორციელა და მომავალშიც მიმართავს დასავლეთში აპრობირებულ სამართლებრივ ზომებს,“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი