გია აბაშიძე: კიდევ უფრო მეტი მხილება და პრევენციაა საჭირო იმაზე, თუ რა ვერაგული გეგმები აქვს „დიპ სტეიტის“ ევროპის „ფილიალს“ საქართველოში ნეოფაშისტებისა და მანქურთების მეშვეობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 სექტემბერი 2025, 12:14

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დიპ სტეიტის“ სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული „ნაცრევანშისტების ამოშანთვა“.

მისივე განცხადებით , ამას კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც, ესაა საზოგადოების დაკვეთა. აბაშიძის თქმით, შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია „მეხუთე კოლონის“ მიმართ.

„დიპ სტეიტის“ სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული ნაცრევანშისტების ამოშანთვა, ამას ასევე კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ესაა საზოგადოების დაკვეთა.

კიდევ უფრო მეტი მხილება და პრევენციაა საჭირო იმაზე, თუ რა ვერაგული გეგმები აქვს „დიპ სტეიტის“ ევროპის „ფილიალს“ საქართველოში ნეოფაშისტებისა და მანქურთების მეშვეობით.
შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია „მეხუთე კოლონის" მიმართ“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი