საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 სექტემბერი 2025, 16:48

ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.

მისივე თქმით, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე.

„ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას. როგორც ქართველი სამართალდამცავები ფართო საზოგადოებას აცნობენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს კავშირი გუშინ ამოღებულ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და რევოლუციონერ ხაბე - პატიკოს მიერ ფართოდ აფიშირებულ ხელისუფლების „მშვიდობიან“ დამხობას შორის. ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინიდან წარმოებული ასეთი დონის ოპერაცია და ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნის სახელისუფლებლო ხროვა უაღრესად მტრულად არის განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, შემთხვევით არ ხდება. მას კონკრეტული ადრესატი და მიზანი გააჩნია. ამიტომაც ვფიქრობ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე. ხაბე, პატიკო, თინიკო, გუბაზას ბურვაკო „ი პროჩე, ი პროჩე“ ვითომდაც სიტყვით „მშვიდობიანო“ მეამბოხეებო, როგორ ვთქვა, მაგრამ ისე არ მოგივიდეთ, როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: „ღვინის ქურდები ლამდევზე წაასწრესო“, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
არქივი